ტრენინგების სერია კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისთვის

ევროკავშირის კიბერ უსაფრთხოების სააგენტოს – ENISA ს მხარდაჭერით ოქტომბერი კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა.

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით, როგორც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „SECURE“ განმახორციელებელი ორგანიზაცია ოქტომბერში მართავს თემატურ, ღია ტრენინგების სერიას.

• 2 ოქტომბერი; 15:00 საათი – „საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე“.
მომხსენებელი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA ს ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ სვანაძე.

• 5 ოქტომბერი; 15:00 საათი – „პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე კორპორატიულ გარემოში“.
მომხსენებელი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ქეთევან გრძელიძე.

• 15 ოქტომბერი; 11:00 საათი – „Active Directory და უსაფრთხოება – დომენური ქსელების კომპრომენტაციის გზები“.
მომხსენებელი – OffSec – ავტორიზირებული ინსტრუქტორი, SCSA – ტექნიკური დირექტორი, შეღწევადობის ტესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სერგო სიმონოვი.

• 24 ოქტომბერი; 15:00 საათი – „გამოყენებითი პოსტკვანტური კრიპტოგრაფია (კვანტურ ლაბორატორიასთან მუშაობა)“.
მომხსენებელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA პრეზიდენტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი.

• 30 ოქტომბერი; 15:00 საათი – „ცნობიერების ამაღლება: უსაფრთხოების ილუზია და ადამიანური ფაქტორი“.
მომხსენებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – გიორგი ახალაია.

ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტის კვანტური ლაბორატორია

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://forms.gle/xK7Nb1NeT61RcuM1A