შეხვედრა საქართველოში ოპერირებად დაინტერესებულ პირებთან

საქართველოს ტელეკომის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სექტორების ძირითად დაინტერესებულ მხარეებისთვის გაიმართა Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული SECURE პროექტის პრეზენტაცია. საქართველოში პროექტის მენეჯერის, SCSA-ს პრეზიდენტის, პროფესორ მაქსიმ იავიჩის ხელმძღვანელობით, სესიაზე განხილული იყო პროექტის მიზნები, ამოცანები, ეტაპები და ძირითადი დეტალები. ღონისძიებამ შეკრიბა 50-მდე მონაწილე, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, სამთავრობო ორგანოების, კომუნიკაციების კომისიის, ძალოვანი სტრუქტურების, ძირითადი ბანკების, AI/ML და კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ka_GEGeorgian