საქართველოში პირველი კვანტური ლაბორატორიის გახსნა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 27 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოში პირველი კვანტური ლაბორატორია. რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას.  

ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:

  • სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
  • QRNG PCIe ბარათებს;
  • გვერდითი არხების თავდასხმების (Side – channel attacks), ChipWhisperer პლატფორმებს ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოების ანალიზისთვის საჭირო აპარატურას;
  • მძლავრ სერვერებს;
  • კომერციულ Quantis Appliance შემთხვევითი რიცხვების გენერატორებს
  • სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს პოსტ – კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის.

ღონისძიებაზე, ასევე წარდგენილი იყო AI/ML ლაბორატორია, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში გაიხსნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში და 5G ლაბი, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ქონდათ, ენახათ სამივე ლაბის მუშაობის პრინციპი და ე.წ. დემო.

ღონისძიებას ესწრებოდა 150 მდე დაინტერესებული პირი, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელები, აკადემიური სექტორის თანამშრომლები საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან. 

ლაბორატორია გაიხსნა Erasmus+ ის პროექტის SECURE ის ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით. რომლის რეგიონული ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, SCSA-ს პრეზიდენტი – მაქსიმ იავიჩი.