კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი

გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე!

25 მარტს SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული სერვერის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი.

რას გთავაზობთ:

 ხუთი უნიკალური სერვერი, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად;
◾️ შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და პროფესიონალებს;
◾️ კონკურენტული გარემო, სადაც მხოლოდ საუკეთესოები მოიპოვებენ გამარჯვებას!

🎁 პრიზი: საუკეთესო ჰაკერი მიიღებს მძლავრ ლეპტოპს!

📆 თარიღი: 25 მარტი

📍 ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი

რეგისტრაციის დეტალები: მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი ვებგვერდის გატეხვა და დამალული რეგისტრაციის ბმულის აღმოჩენა. ეს თქვენი შანსია, პირველივე ნაბიჯიდან აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები!

💰 ღირებულება: მონაწილეობა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია ჩვენი სპონსორების მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორია კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია – IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.

ნუ გამოტოვებთ ამ უიშვიათეს შანსს, რომ დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი საქართველოს მოწინავე ჰაკერებს შორის! ტექნოლოგიების ყველა მოყვარულს, გამოცდილ პროფესიონალს თუ დამწყებ სპეციალისტს – ყველას გელოდებით ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე.

➡️ მზად ხართ, რომ იპოვოთ რეგისტრაციის ბმული?
https://hackme.scsa.ge/

კონტაქტები:

📞 +995 595511355

📧 [email protected]