2025 წლის 2-4 ივლისს, Erasmus+ SECURE პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU), ლიტვაში. პროექტის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე აქტივობების შეფასება, სტრატეგიული მიმართულებების შეთანხმება და სამომავლო მოქმედებების დეტალური დაგეგმვა.
SECURE პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერება უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის სასწავლო პროგრამების განვითარება, პროფესიული გადამზადება და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
🔍 შეხვედრის მთავარი შედეგები:
✅ შემუშავდა და დამტკიცდა ოთხი ინოვაციური სასწავლო კურსის სილაბუსი.
✅ განიხილეს ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის შექმნის სტრატეგია, რომელიც თითოეულ მონაწილე ქვეყანაში მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ ვირტუალურ ლაბორატორიას მომავლის ქსელური ტექნოლოგიების (5G და სხვა) განვითარებისთვის.
✅ შემუშავდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული გადამზადებისა და ტრენინგების რუკა, სადაც განისაზღვრა ამოცანები, ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები.
✅ შეფასდა პროექტის დისემინაციის აქტივობები, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები და დაიგეგმა მომავალი საკომუნიკაციო სტრატეგიები.
შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროექტის მიზნების წარმატებით განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში.