“5G და შემდგომი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026”

25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “SECURE” ის ფარგლებში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი: “5G და შემდგომი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026”. რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60 მდე დაინტერესებულმა პირმა როგორც სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურიდან ასევე საგანმანათლებლო სექტორიდან. 

მონაწილეებს, სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შექმნილი ე.წ. CTF დავალებები უნდა შეესრულებინათ. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული – „საქართველოს საუკეთესო ჰაკერი 2026“ – გიორგი გელაშვილი, რომელსაც ღონისძიების სპონსორისგან MSI -სგან გადაეცა ე.წ. Gaming Laptop-ი.  სხვადასხვა სიმბოლური პრიზი MSI -სგან გადაეცა ასევე მონაწილეებს. ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. 

ღონისძიება ჩატარდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით. ხოლო პარტნიორებია Fortinet, Integra.