ტრენინგების სერია კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისთვის

ევროკავშირის კიბერ უსაფრთხოების სააგენტოს – ENISA ს მხარდაჭერით ოქტომბერი კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა. კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით, როგორც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „SECURE“ განმახორციელებელი ორგანიზაცია ოქტომბერში მართავს თემატურ, ღია ტრენინგების სერიას. • 2 ოქტომბერი; 15:00 საათი – „საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე“.მომხსენებელი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA ს ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ სვანაძე. […]

რეგიონული სამუშაო შეხვედრა მაქსიმ იავიჩისა და სერგეი სიმონოვისგან

SECURE პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა წარმატებით ჩაატარა მაღალი დონის რეგიონული ონლაინ სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი), რომელიც მიეძღვნა პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიას და კიბერუსაფრთხოების მოწინავე პრაქტიკებს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეებისთვის. ღონისძიებამ შეკრიბა მრავალფეროვანი და მაღალკვალიფიციური აუდიტორია, რომელიც წარმოადგენდა აკადემიურ წრეებს, სამთავრობო ინსტიტუტებს, კერძო სექტორს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, კიბერუსაფრთხოების საზოგადოებებს და სტუდენტებს, რომლებიც სპეციალიზდებიან ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და კომპიუტერულ […]

ვორქშოპი 5G უსაფრთხოების შესახებ SECURE Erasmus+ პროექტის ფარგლებში

13 მაისს, SECURE Erasmus+ პროექტის ფარგლებში, წარმატებით ჩატარდა ონლაინ ვორქშოპი 5G უსაფრთხოების შესახებ. ღონისძიებამ შეკრიბა მონაწილეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე მიდგომებით სწავლებაში, კვლევასა და მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ქსელების კიბერუსაფრთხოების მეთოდების პრაქტიკულ იმპლემენტაციაში. ვორქშოპის მთავარი ფოკუსი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება 5G უსაფრთხოების ეფექტურად სწავლება თეორიული ცოდნის, პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოების, რეალური აღჭურვილობის, პროგრამული ინსტრუმენტებისა და კონტროლირებადი […]

Cyber Security Universiade 2026: CTF შეჯიბრება 5G უსაფრთხოების სცენარებით

2026 წლის 1 მაისს, ეროვნულ უნივერსიტეტში „კიევის ავიაციის ინსტიტუტი“ ჩატარდა Cyber Security Universiade 2026. ეს ღონისძიება გახდა პირველი უნივერსიტეტთაშორისი კიბერუსაფრთხოების შეჯიბრება უკრაინაში, რომელიც Capture The Flag (CTF) ფორმატში მოეწყო. შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ ეროვნული უნივერსიტეტი „კიევის ავიაციის ინსტიტუტი“, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, ჟიტომირის პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიევის მშენებლობისა და არქიტექტურის ეროვნული უნივერსიტეტი, CRDF […]

სერგო სიმონოვის ტრენინგი

17–18 აპრილს, სერგეი სიმონოვმა Erasmus+ SECURE პროექტის წევრებისთვის ორდღიანი DevSecOps ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის განმავლობაში მან წარმოადგინა კურსის საერთო სტრუქტურა და სილაბუსი, რაც მონაწილეებს განსახილველი თემების მკაფიო გეგმას აძლევდა. თეორიულ მასალასთან ერთად, რამდენიმე საკვანძო მიმართულება გამყარებული იყო პრაქტიკული დემონსტრაციებით, რაც მონაწილეებს რეალური გამოყენების მაგალითების უკეთ აღქმაში დაეხმარა. სესიები ფოკუსირებული იყო DevSecOps-ის ძირითად კონცეფციებზე, ხაზს უსვამდა მის […]

მაქსიმ იავიჩის ტრენინგი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, Erasmus+ SECURE პროექტის წევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო კვანტურ და პოსტ-კვანტურ უსაფრთხოებაზე და მოიცავდა ისეთ საკვანძო თემებს, როგორიცაა კრიპტოგრაფიის ახალი გამოწვევები, უსაფრთხოების სამომავლო მიდგომები და ამ სწრაფად განვითარებად სფეროში თანამედროვე სასწავლო მასალებისა და სილაბუსების შემუშავება. ტრენინგის განმავლობაში პროფესორმა იავიჩმა ასევე წარადგინა საქართველოში პირველი კვანტური ლაბორატორიის […]

ვიზიტი კვანტურ ლაბორატორიაში

პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, წარადგინა SECURE პროექტის (ერთიანი მდგრადობისა და ეფექტური კომუნიკაციების საგანმანათლებლო ცენტრი) ფარგლებში შექმნილი კვანტური ლაბორატორია. ლაბორატორია წარედგინა ალ-ფარაბის ეროვნული უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ფაკულტეტის, კიბერუსაფრთხოებისა და კრიპტოლოგიის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დელეგაციას. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა სტუმრებს გააცნო ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა, აჩვენა მისი ტექნიკური შესაძლებლობები და […]

“5G და შემდგომი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026”

25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “SECURE” ის ფარგლებში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი: “5G და შემდგომი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026”. რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60 მდე დაინტერესებულმა პირმა როგორც სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურიდან ასევე საგანმანათლებლო სექტორიდან.  მონაწილეებს, სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შექმნილი ე.წ. CTF დავალებები უნდა შეესრულებინათ. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული – „საქართველოს საუკეთესო […]

კონფერენციახელოვნურიინტელექტის, 5G-სადაკვანტურიუსაფრთხოებისშესახებ

დღეს, Erasmus+ SECURE პროექტის ფარგლებში, წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ხელოვნური ინტელექტი, 5G და კვანტური უსაფრთხოება. ღონისძიებამ თავი მოუყარა მკვლევარებს, აკადემიკოსებსა და ექსპერტებს პარტნიორი ინსტიტუტებიდან ცოდნის გასაზიარებლად და ხელოვნურ ინტელექტში, 5G კომუნიკაციებსა და კვანტურ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევებისა და ახალი მიდგომების განსახილველად. კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა მნიშვნელოვანი თემების ფართო სპექტრს, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სტატიკურ […]

კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი

გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე! 25 მარტს SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული სერვერის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი. რას გთავაზობთ:  ხუთი უნიკალური სერვერი, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად; შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და […]